LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაინტერესებს, რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები – ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

79

“ჩვენ საარჩევნო პროცესში არ ჩავერევით და ასევე, არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები – ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩაივლის მთლიანად არჩევნების პროცესი და რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები,” – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კორიენ იონკერმა, განაცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

კორიენ იონკერის თქმით, სადამკვირვებლო მისია ასევე შეაფასებს სხვადასხვა საკითხს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქებას.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დამკვირვებლები საქართველოში დღეიდან, არჩევნების დამთავრებამდე იმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები