LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია: „ორი შვილის დედობა ჯერჯერობით ცოტა უცნაურია…“

452

გვანცა დარასელია სამი კვირის წინ დედა მეორედ გახდა, მას ქალიშვილი, ლილე შეეძინა. უფროსი ვაჟიშვილი ერეკლე ძალიან გახარებულია დის გაჩენით. გვანცა ამბობს, რომ ორი შვილის დედობა ჯერჯერობით უცნაური შეგრძნებაა. გვანცა ტელევიზიისგან ისვენებს და მთელ დროს ბავშვების მოვლას უთმობს. „რუსთავი 2“-ში კი ალბათ, მაისში დაუბრუნდება.

„ფორტუნა“ ტელეწამყვანს ესაუბრა.

გვანცა, 8 მარტს გილოცავ. აღნიშნავ ხოლმე ამ დღეს?

გვანცა დარასელია:

არც არასდროს აღმინიშნავს. სტანდარტულად ვიღებ სიტყვიერ მოლოცვებს. მეც გავცემ ახლა ორი ქალი ვართ ოჯახში და მაგიტომ არის განსაკუთრებული 8 მარტი ჩემთვის. ზოგადად, ჩვეულებრივი დღეა.

საჩუქრებს იღებ ხოლმე?

კი, ვიღებ ხოლმე, მაგრამ არც ამისი ტრადიცია გვაქვს გამორჩეულად.

როგორია ორი შვილის დედობა?

ძალიან უცნაურია ჯერჯერობით, მაგრამ გგონია, გაიზარდე და თვითონაც დიდი გოგო ხარ (იღიმის). ტკბილი და თბილი შეგრძნებაა.

ერეკლე ძალიან დიდი მეჩვენება, ლილესთან შედარებით. ლილე ძალიან კარგი გოგოა, არ არის მტირალა, ჭკვიანია. გისმენს და თვალს გაყოლებს, სილუეტებს აკვირდება, ხვდები, რომ უყვარს, როცა ელაპარაკები.

ვის ჰგავს?

ძალიან ხშირად იცვლება, ერეკლეს პატარობასაც ჰგავს. თვალები მგონი, უფრო მუქი აქვს, თვალ-წარბით, უფრო ჩემკენ არის. ალბათ, სამი-ოთხი თვიდან გამოჩნდება, როგორი გოგოა და ვის ჰგავს.

სამსახურში როდის აპირებ გასვლას?

ჯერ არ ვაპირებ, ალბათ, მაისისთვის დაბრუნდები. ახლა ბავშვებს ვუძღვნი მთელ დროს, მათ მოვლას, ყურადღება თანაბრად უნდა გავუყო, რასაც ძალიან ვცდილობ. მინდა, ერეკლეს არ მოაკლდეს ჩემი ყურადღება. ერეკლეს ლილე ძალიან უყვარს და ეფერება, ზრუნავს მასზე და მეხმარება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები