LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელია „რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა

608

გვანცა დარასელიამ ახლახან მეორე შვილი გააჩინა. ლილე რამდენიმე დღის წინ მონათლეს, ბედნიერმა დედიკომ ახლად შეძენილი გოგონას ფოტოებიც გამოაქვეყნა და მილოცვებიც მიიღო.

მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვე ტელეწამყვანმა შინ გაატარა. ფეხმძიმობის ცხრა თვის განმავლობაში ყოფილი მოდელი შესანიშნავ ფორმაში იყო. როგორც ჩანს, მალევე დაიბრუნა სხეულის ფორმები, რადგან ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოში მშვენივრად გამოიყურება.

ფოტო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუა დღის“ სტუდიაში გადაღებული. გვანცა ტელევიზიისგან ისვენებდა და პატარას უვლიდა, დღეს კი სამსახურში გავიდა და პირველი ეთერიც ჰქონდა პაუზის შემდეგ. „მე დავბრუნდი“ – დააწერა ფოტოს ტელეწამყვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები