LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გვაპატიე, რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა”

233

მსახიობი ლევან უჩანეიშვილი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ემოციური წერილით ეხმაურება.

წერილი სოციალურ ქსელში ია ფარულავამ გაავრცელა:

„ჩემო ლიკა მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე… ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ , არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!…

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა…

გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა…

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არი!

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე, ყველას, საქართველოს უთხარი უარი… დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლი, სიცივე და ქარი… ყველასათვის ჩარაზული კარი….

ჩემო ლიკა, მაპატიე…

ყველას აპატიე

საქართველოს აპატიე…

შეხვედრამდე”, – წერს ლევან უჩანეიშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები