LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს ამბიციური გეგმა განვავითაროთ განათლების სისტემა – ირაკლი კობახიძე

79

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს გაუმჯობესებაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომის მასპინძლობა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. დიდ პატივს ვცემთ ყველა დიდ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო ეფუძნება. ჩვენთვის უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს განათების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.

ვამაყობთ ჩვენი კულტურით და მისი ისტორიით. ჩვენი მიზანი არის, რომ მეგობრებს გავაცნოთ საკუთარი კულტურა. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს გაუმჯობესებაში. ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემითა და თუ კულტურით. ამ შემთხვევში, სამყარო იქნება ბევრად განვითარებული.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესულად ვითარდება და დემოკრატიული ღირებულებების წინა რიგებში ვდგავართ. ვეფუძნებით ყველა იმ ღირებულებას, რომელზეც ევროკომისიაა დაფუძნებული – ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი და რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში ეს ღირებულებები იყოს დაფასებული. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ გაეცნოთ ჩვენს ისტორიულ კულტურას აქ ყოფნის დროს,“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაში მონაწილეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები