LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში იყოს მწვანე სივრცეები – კახა კალაძე

80

გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში იყოს მწვანე სივრცეები, ჩვენი დედაქალაქი იყოს კეთილმოწყობილი და ყველაზე ლამაზი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ეკოსერვის ჯგუფის“ ახლადშეძენილი ტექნიკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანია დედაქალაქის გამწვანებას და მწვანე ზონების მოვლა-პატრონობას განახლებული ტექნიკით განაგრძობს.

„დღეს „ეკოსერვისის“ სამსახურმა წარმოადგინა თავისი სამსახურის რებრენდინგი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის არსებობა და თითოეული ამ ადამიანის საქმიანობა. გვინდა და გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში იყოს მწვანე სივრცეები, ჩვენი დედაქალაქი იყოს კეთილმოწყობილი და ყველაზე ლამაზი. შესაბამისად, თითოეული ამ ადამიანის ფუნქცია, როლი, მუშაობა არის მნიშვნელოვანი. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით ტექნიკის შეძენა მოხდება, რომ კიდევ უფრო კომფორტული იყოს მათი მუშაობა. ქალაქში არის უამრავი მწვანე სივრცე, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი პარკები, როემლიც მძიმე მდგომარეობაშია, ასევე ახალი პარკები, რომელიც ახლა იქმნება, თუ არ მოვუარეთ, თითოეული დახარჯული ლარი წყალში გადაყრილი იქნება,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები