LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია ასახელებს პირებს, ვინც, მისი მტკიცებით, სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს

25

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებზე საუბრობს და იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც, მისი მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.

“ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს “მოლაპარაკებას” და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს “რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები