LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია აუდიოჩანაწერს “უმოწყალო მონტაჟს”უწოდებს

47

ნიკა გვარამია ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც უკრაინულ პორტალზე განთავსდა, “უმოწყალო მონტაჟს” უწოდებს, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია, აღებულია მისი ხმა ბევრი სხვადასხვა საუბრიდან, დაახლოებით 4-5 საუბრიდან.

ნიკა გვარამიას განაცხადებით, ადეიშვილთან არ უსაუბრია მას ტელეფონით, დაახლოებით, ბოლო 2 წელია, მასთან შეხვედრები ჰქონია კიევში.

“ეს არ არის ჩემი და ბატონი ადეიშვილის საუბარი, არის ჩემი საუბრის კომპილაცია სხვადასხვა საუბრიდან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუ არის ბატონი ადეიშვილის საუბარი, ისიც აღებულია როგორც ჩანს სხვადასხვა საუბრიდან. ეს არის უმოწყალო მონტაჟი” – აცხადებს ნიკა გვარამია ფარულ ჩანაწერზე პასუხად.

ნიკა გვარამიამ მამუკა ახვლედიანზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას შეხება არ ჰქონია რუსთავი 2-ის საქმესთან.

„როგორც ჩანს, უფრო აქეთ წაიყვანს სახელმწიფო საუბარს, რომ მე ახვლედიანს ქრთამი მივეცი, ახვლედიანს ეს საქმე არცერთ ინსტანციაში განუხილია,“- განაცხადა გვარამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები