LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: “კალაძეს რომ არანაირი განათლება არ აქვს, პირველივე პირის გაღებიდან გასაგებია”

130

ნიკა გვარამიას ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განათლებასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“რა მაინტერესებს, კახი კალაძეს უმაღლესი განათლება მაინცა აქვს (ნომინალურად, თორემ ისე რომ არანაირი განათლება არა აქვს, პირველივე პირის გაღებიდან გასაგებია), თუ ეგეც უმნიშვნელოა თბილისის მერობის კანდიდატისთვის?
p.s. ფიზკულტურის ინსტიტუტის ბატუტზე ხტომის ბაკალავრის დიპლომიც ითვლება”, – წერს ის.

ენერგეტიკის სამინისტროში, კალაძის ოფიციალურ გვერდზე განათლების გრაფაში ეს ინფორმაცია იძებნება:

განათლება:
1996-2003 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვალიფიკაცია: ისტორიის მასწავლებელი
სპეციალობა: ისტორია
რაც შეეხება ენებს, სამინისტროს გვერდზე აღნიშნულია, რომ კალაძე სამ უცხო ენას: რუსულს, ინგლისურსა და იტალიურს ფლობს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები