LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იცოდა, რომ ფარული ჩანაწერები კეთდებოდა

45

ნიკა გვარამიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ იცოდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები კეთდებოდა, ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ დეპუტატ ეკა ბესელიას პასუხად განაცხადა. ბესელიამ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს კითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ფარული ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს კეთდებოდა.

„არ გრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას, რომ ის დაუმთავრებელი სერიალები, სადაც თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრება გადიოდა, ის ჩანაწერები და სიუჟეტები გადიოდა თქვენი ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით? ნიკა გვარამია არ გრძნობს ამაზე მორალურ პასუხისმგებლობას. როდესაც 2012 წელს არჩევნების წინ რამდენიმე დღით ადრე თქვენი ეთერით ვრცელდებოდა ჩვენი პირადი საუბრები, როდესაც ვსაუბრობთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, უნდა ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. დღეს რაც ხდება, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი და ანომალიური მოვლენა და ჩვენ ყველა ვთვლით თავს ვალდებულად, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეჩერდეს ეს პროცესი,“ – განაცხადა ბესელიამ.

ნიკა გვარამიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები ძირითადად ეხებოდა რუსეთის სპეცსამსახურებთან საუბარს, რაც, ნიკა გვარამიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალად ვერ ჩაითვლება.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იცოდა, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერები კეთდებოდა.

„რომ მცოდნოდა კიდევაც, რომ ერთი ადამიანი მის საძინებელში ვინმემ ჩაწერა, გამოქვეყნებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ მთავრობაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პოპულალურები