LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლა ფეხბურთელებს ინგლისურს ძალით ასწავლის: დეკემბერში გამოცდებია

71

“მანჩესტერ სიტის” მცველი ნიკოლას ოტამენდი ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით ინგლისურს სწავლობს. ”დეკემბერში ინგლისურში გამოცდა მაქვს”, – განუცხადა ფეხბურთელმა Sky Sports-ს.

”მატჩების შემდეგ კლუბის ბაზაზე ვსადილობთ. კვება და დასვენება მნიშვნელოვანია და გვარდიოლა დიეტის საკითხს ძალიან მკაცრად უდგება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – იგი მოითხოვს ყველა ფეხბურთელმა იცოდეს ინგლისური, რადგან საწვრთნელი პროცესი ინგლისურად მიმდინარეობს. დეკემბერში ინგლისურში გამოცდა მაქვს”, – თქვა ფეხბურთელმა.

ნიკოლას ოტამენდი ”მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს გადავიდა.

ხოსეპ გვარდიოლამ ”ბრეშასა” და ”რომაში” თამაშის დროს იტალიური, ხოლო ”ბაიერნში” მუშაობისას გერმანული ენა შეისწავლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები