LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარის შეცვლის პროცედურა რთულდება – მთავრობა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას იხილავს

90

“ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა გვარით შედიან ევროკავშირში და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს. ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას,”  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, გვარის შეცვლის პროცედურა გარკვეულწილად რთულდება.

„დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს. სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც სხვადახვა გვარით შედიან ევროკავშირში და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პოპულალურები