LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარჯალაძის განცხადება არასწორად გაიგეს – კახა კალაძე

77

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის “ღამის ეკონომიკის” განვითარების პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმიანება. კალაძე ამბობს, რომ “ღამის ეკონომიკის” განვითარების პროექტის ხელმძღვანელის განცხადება, არასწორად გაიგეს.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ქუჩის მუსიკის მიმართულების განვითარება იგეგმება.

„ჩვენი ვცდილობთ, რომ ქუჩის მუსიკოსებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ამ მიმართულებით ერთ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ – ფესტივალის გაკეთება გვინდა. მე არასდროს მისაუბრია ამაზე და მინდა ერთ თემას შევეხო. ალბათ იცით ჯგუფი „ბანი“. მისი წევრები ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ისინი თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ. მე მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდი და მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით youtube-ზე მათი სიმღერა ვნახე. იმდენად მომეწონა და დამაინტერესა, რომ როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე მომიწია ჩამოსვლა, მათაც შევხვდი. დავეხმარე ყველანაირად – ფინანსურად თუ ინსტრუმენტების შეძენით. ისინი გახდნენ წარმატებულები და დღესაც ჩემი საუკეთესო მეგრობრები არიან,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სერგი გვარჯალაძემ თქვა, რომ ქუჩის მუსიკოსები შესაძლოა, გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარონ და საქმიანობისთვის საბუთის მიღებაც დასჭირდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები