LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!” – სააკაშვილი პრემიერის გადადგომას ეხმაურება

45

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში გიორგი კვირიკაშვილი გადადგომას გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეიცვალოს სახე, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან მისი თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხი ყველა საქმეზე მოსთხოვს პასუხს. როგორც  სააკაშვილმა სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, ივანიშვილი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად.

დავინახეთ ხალხის ძალა სულ მალე ყველაფერი დასრულდება. ივანიშვილმადე ჩვენ გვრჩება ნახევარი ნაბიჯი. ახლაა საჭირო მობილიზება .ოპოზიციის ერთად დგომა და საქართველოს დაბრუნება განვითარების გზაზე…ქართველ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ქვეყანა,”

ყოფილმა პრეზიდენტის თქმით, 12 ივნისის პარტიის სხდომაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილს გადადგომა მოთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა. მისი აზრით, მარნეულში მოქალაქეზე ძალადობის კადრებმა კვირიკაშვილ აზრი შეაცვლევინა. მისივე თქმით, ე.წ. “შარდის სკანდალი”  მხოლოდ ერთი ცალკეული ფაქტია და  ხელისუფლება  სხვა ბევრ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული.

მთავარი არის,რომ ჩვენ დავინახეთ ხალხის ძალა. ეს ბატონყმობა, ეს მონობა უნდა დასრულდეს, სანამდე უნდა ვემონოთ ვიღაც გაუნათლებელ, ბნელ, მახინჯ, ერთუჯრედიან ოლიგარქს. მერე რა, რომ მილიარდერია და კიდევ მილიარდებს გვპარავს . ჩვენ ვართ ამაყი ერი, ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ხალხის თავზე დაწუწვა და შარდის სახეში შესხმა უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი რომ ეს არის ჟუჟუნა წვიმა.

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ყვარყვარე, რამდენი სახელიც და გვარიც არ უნდა შეიცვალო, რა სახელიც არ უნდა დაირქვა, როგორი კანიც არ უნდა გამოიცვალო, პითონი კაა ახლა იცვლის კანს და ახალი კანით უნდა მოგვევლინოს. 

ყვარყვარე, აუცილებლად მოგადგება ქართველი ხალხი შენს საკარმიდამოში, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქონებას, დაიბრუნებს თავის ქვეყანას. ნამდვილად არ გაგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას გაიპარო ქვეყნიდან, გაიძურწო და უკანა კარიდან გახვიდე, როგორც შენი მორიგი პრემიერი. ასე რომ გველოდე, ყვარყვარე! მოვდივართ, დაგვხვდი და ყველაფერს მიეჩინება თავის ადგილი.”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები