LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიან ასაკში მშობიარობის შემთხვევაში ბავშვი უფრო ჯანმრთელი და ჭკვიანი იქნება

78

გვიან ასაკში მშობიარობის რისკებზე ექიმები ბევრს საუბრობენ. მეცნიერები ამბობენ, რომ ხანდაზმული დედების შვილებს აქვთ დაუნის სინდრომის, დიაბეტის, ალცჰაიმერის და სხვა დაავადებების მეტი რისკი.

ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ შვილის გვიან ასაკში გაჩენის შემთხვევაში, ბავშვები უფრო ჭკვიანები, მაღლები, ჯანმრთელები და ერუდირებულები არიან.

კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და გერმანიის მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტმა ჩაატარეს.

მეცნიერებმა გამოიყენეს 1.5 მილიონი შვედი მამაკაცისა და ქალის მონაცემები, რომლებიც 1960-დან 1991 წლებს შორის პერიოდში დაიბადნენ, რათა გაერკვიათ შვილის გაჩენის ასაკის კავშირი სიმაღლესთან, ფიზიკურ აღნაგობასთან და ერუდიციასთან.

აღმოჩნდა, რომ იმ ქალების შვილები, რომლებმაც გვიან იმშობიარეს, მაგალითად – 40 წლის ასაკიდან ზემოთ, არიან უფრო მაღლები, აქვთ უკეთესი შეფასებები სკოლაში და მათი მეტი რაოდენობა აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში.

ეს განსხვავება შესამჩნევია დედმამიშვილებს შორისაც, რომლებსაც ჰაყვთ ერთი და იგივე მშობლები, იზრდებიან ერთსა და იმავე პირობებში და ერთსა და იმავე სახლში. განსხვავება მათ შორის მხოლოდ დაბადების წლებშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები