LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინდა, მერიის სხვა სამსახურებშიც მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება – კახა კალაძე

48

თბილისის მერი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მერიის გარკვეულ სამსახურებში შემოწმება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა მომდევნო დღეებში მერია აუდიტს სხვა სამსახურების შემოწმების თაობაზეც მიმართავს.

“მერიის სამსახურების ნაწილში აუდიტის სამსახური შესულია და ამოწმებენ. წლის ბოლოს უნდა დასრულდეს შემოწმებები, თუმცა, ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, კიდევ სხვა სამსახურებშიც მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, თუ რომელ სამსახურებზეა საუბარი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, მექვაბიშვილის თქმით, ეს ეხება ქონების მართვას, გამწვანების საკითხებს, გარეგანათებას და ზედამხედველობის სამმართველოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები