LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელთროუმ ბრედ პიტთან რომანის დასრულებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა

79

44 წლის ოსკაროსანმა გვინეტ პელთროუმ განვლილ რომანებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი უმეტესობა მისი მიზეზით დასრულდა.

„ბევრი ურთიერთობა გავაფუჭე. მე კარგი დედა, შვილი, და და მეგობარი ვარ, მაგრამ რაც შეეხება რომანტიკურ ურთიერთობებს, ამ საკითხში ყველაფერს ვაფუჭებ. ვფიქრობ, რომ თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა აწყობილი არ გაქვს, თავს წარმატებულს ვერ უწოდებ. ჩემს შემთხვევაში, ყველა გაკვეთილი, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ისინი, ერთ რამეზე მიუთითებდა: რომ მე არ ვარ მზად იმისთვის, რაც ვარ“.

შეგახსენებთ, რომ გვინეტი 2 წლის განმავლობაში დანიშნული იყო ბრედ პიტზე, რომელსაც 1997 წელს დაშორდა. ამის შემდეგ მას რომანი ბენ აფლეკთან ჰქონდა. ბოლოს კი პელთროუ კრის მარტინზე დაქორწინდა. ვარსკვლავებმა ერთად 10 წელი იცხოვრეს. 2014 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამჟამად კი მსახიობი პროდიუსერ ბრედ ფელჩაკთან ერთად ცხოვრობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები