LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეთ პელთროუს საიდუმლო ქორწილი ვარსკვლავი მეგობრების გარემოცვაში (ფოტო)

150

ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მექსიკაში გვინეთ პელთროუ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გადაიღეს. სანაპიროზე შეკრებილ სტუმრებს შორის მსახიობის უახლოესი მეგობარი გოგონები იყვნენ, მათ შორის კამერონ დიაზი და ჯენიფერ ენისტონი. როგორც ჩანს, ეს იყო მოსამზადებელი ცერემონია საიდუმლო ქორწილის წინ, რომელიც უკვე გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა. ცერემონიას, რომელსაც ამ დრომდე მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს გახლდათ გვინეთ პელთროუსა და ბრდე ფელჩაკის ნიშნობის ცერემონია, თუმცა, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 45 წლის მსახიობმა და 47 წლის პროდიუსერმა სწორედ აქ მოაწერეს ხელი.

მართალია ხელის მოწერის ცერემონია პაპარაცების ობიექტივში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ ფოტოგრაფებმა გადაიღეს ის სტუმრები, ვინც გვინეთ პელთროუმ და ბრედ ფეკლჩაკმა ქორწილში დაპატიჟეს. მათ შორის იყვნენ ჯენიფერ ენისტონი, ჯულია რობერთსი, კამერონ დიაზი, დემი მური, ლივ ტაილერი, ქეით ჰადსონი, რიზ უიზერსფუნი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები