LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GWP-მა 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა

115

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც 81.3 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც 4.55 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები უკვე აღჭურვილია თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმები ლაფეტებით.

ახალი ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს. ასევე, ევროპული სტანდარტის 1700-ზე მეტი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები