LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა მსოფლიოსკენ გართულებულია: საქართველოს მეტოქეები და კალენდარი მეორე ეტაპზე

42

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრიას მეორე მატჩიც მოუგო და მოხვდა ევროპის იმ 24 ნაკრებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ ბრძოლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ილიას ზუროსის გუნდი შევიდა კონტინენტის 24 საუკეთესოს შორის, რაც შარშან შეწყვეტილი სისტემის თანახმად ევრობასკეტზე მოხვედრის ტოლფასია. ახლა ევროპის ეს საუკეთესო 24 ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტისთვის გამოყოფილი 12 საგზურისთვის იბრძოლებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩენს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მეტოქეებზე ნაკლები შანსი ექნება, რადგან ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 გამარჯვება გაჰყვათ, როცა ჩვენი ჯგუფიდან გასულ გერმანიას – 6, ხოლო სერბეთს – 5. საქართველო მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში კვლავ სერბეთთან და გერმანიასთან იქნება, მაგრამ ამ ნაკრებებს აღარ შეხვდება. ჩვენი ნაკრები მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი. ამ 3 ნაკრებს საქართველო (ასევე გერმანია და სერბეთიც) შინ და სტუმრად შეხვდება, ანუ კიდევ 6 ტური ჩატარდება და გამოვლინდება ის 3 საუკეთესო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

წარმოგიდგენთ იმ 24 ნაკრებს, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდნენ და როგორ გადანაწილდნენ ახალ ჯგუფებში. ყველა ნაკრებს პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გაჰყვათ და თითოეული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე კიდევ 6 მატჩს ჩაატარებს, რის შემდეგაც ამ 24 ნაკრებიდან 12 საუკეთესო შეირჩევა: ანუ თითო ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 3-3 მოწინავე მოიპოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები