LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

65

ჰაერის დაბინძურების გამო საქართველო სიკვდილიანობის დონით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს და 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა.

აუდიტმა თბილისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანებია, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

2017 წელს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე გადაჭარბების პროცენტული მაჩვენებელი ოზონის (O3) შემთხვევაში შეადგენდა 167%-, გოგირდის დიოქსიდი (SO2) – 155%- და ნახშირჟანგის (CO) – 122%-;

 არ არის დანერგილი ჰაერის დაბინძურების სრული და რეალური სურათის დასადგენად მავნე ემისიების პროგნოზირებისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემები, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები