LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰაერში მესამე მსოფლიო ომის სუნი დგას” – სირიის პრეზიდენტი საომარ შეტაკებებს ვარაუდობს

127

ჰაერში მესამე მსოფლიო სუნი დგას, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა kp.ru-სთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს ვაკვირდებით სიტუაციას, რომელიც ძალიან ჰგავს ცივ ომს განვითარების სტადიაში“.

ასადის თქმით, პირდაპირი საომარი შეტაკებები, ჯერ-ჯერობით, არ მიმდინარეობს, თუმცა ომის დაწყების საშიშროება არსებობს. სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ ომის მხოლოდ ნაწილია.

ასადის მოსაზრებით, დასავლეთმა და განსაკუთრებით, აშშ-მ ცივი ომი არ შეაჩერეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი. ახლა კი ვაშინგტონის მიზანია „შეინარჩუნოს ამერიკული ჰეგემონია მსოფლიოში“.

ასადმა სირიის მოკავშირეებად რუსეთი, ირანი და შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლა“ დაასახელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები