LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით, დედაქალაქში რიგით მე-7 თბილისიმარათონი გაიმართება

161

რიგით მე-7 თბილისიმარათონი, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით”, 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თბილისი მარათონის სპორტული დირექტორი – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ასევე თბილისიმარათონის გარბენის დირექტორი პიტერ გოთვალდი.

პრესკონფერენციაზე თბილისიმარათონის საორგანიზაციო ჯგუფმა მედიასაშუალებების  წარმომადგენლებსა და სპონსორებს დაგეგმილი ღონისძიების განრიგი, წლევანდელი ბენეფიციარის ვინაობა და  მარათონთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო დეტალები გააცნო.

საორგანიზაციო ჯგუფის ცნობით, თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

  1. ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი;
  2. 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი;
  3. ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ) – უფასო რეგისტრაცია.

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი” ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წლევანდელ ბენეფიციარს, „პირველი ნაბიჯი – First step-ს“, გადასცემს. შესაბამისად, თბილისიმარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება!

„პირველი ნაბიჯი“ მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან. 2018 წლის თბილისიმარათონის რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 სექტემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.

შეგახსენებთ, თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული  ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

წლევანდელი ღონისძიების გენერალური სპონსორი და კვების საკითხებში ოფიციალური  მრჩეველია კომპანია „HERBALIFE NUTRITION“. თბილისიმარათონის მონაწილეებს დააზღვევს, სადაზღვეო კომპანია “ალფა”. მედია მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი“. ასევე სპონსორები არიან: „ვისოლ ჯგუფი“, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, საინფორმაციო ცენტრი 11808, World Class Georgia, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, NEO Black Sea Community, მიკროსაფინანსო კომპანია „კრისტალი“, ვენდი’ს ჯორჯია, დანკინ’ დონატსი, ალმა, Outdoor.ge, TIME, G-SHOCK, სპორტული ინვენტარის მაღაზია GIVOVA, ველო+, ზედაზენი, ბახმარო, ნაბეღლავი,ენგადი, Vitamin Well, OSHEE, რადიო „ენერჯი“, OK! Magazine Georgia, TKT.ge, MY.GE, MYVIDEO.GE,GIFme, The Photo Bus, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, SamRaan სპა, ROCK TAPE,სასტუმრო Rooms Hotels, სასტუმრო Stamba, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, სასტუმრო „ამბასადორი“,სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სასტუმრო „Crowne Plaza“, სასტუმრო Dreamland Oasis, სატუმრო „როიალ ბატონი“, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“.

„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი თბილისიმარათონი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-მდე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორი. წელს თბილისიმარათონზე, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-მდე მონაწილეს ელიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები