LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიტიზე მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

98

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი. როგორც ცნობილია, სტიქიამ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ქალაქ პორ დე პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა.

სტიქიის შედეგად დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტის პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში პოლიციისა და სამხედროების დამატებითი ძალები გაგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები