LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერული თავდასხმა ფეისბუქზე – გაჟონილია 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია

83

ფეისბუქის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგად 50 მილიონი მომხმარებლის ინფორმაციამ გაჟონა. ამის შესახებ “Independent” კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, ჰაკერებმა ფეისბუქ კოდში ფუნქცია აამოქმედეს, რომლითაც მათ მოხმარებელთა ანგარიშებში შეაღწიეს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ პრობლემა უკვე მოაგვარა, ხოლო მომხდარის შესახებ სამართლებრივ ორგანოებს შეატყობინა. თუმცა, უცნობია, მოასწრეს თუ არა ჰაკერებმა ანგარიშების გატეხვა.

როოგროც ჩანს, სწორედ ამ ჰაკერულ თავდასხმას  უკავშირდება დღეს დილით მომხდარი შემთხვევა, როცა 90 მილიონზე მეტი ფეისბუქ მომხმარებელი სისტემამ საიტიდან ავტომატურად გაიყვანა. ეს ზომა ფეისბუქმა უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები