LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰამბურგის აეროპორტში ინციდენტი მოხდა

146

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მომხდარი ინციდენტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის მიზეზი შენობაში გაურკვეველი სახის ნივთიერების გამოფრქვევა გახდა, რომელიც მგზავრთა კონტროლისა და საბარგო ზონაში მოხდა. მაშველების ვარაუდით, ინციდენტი კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება.

დაშავებულთა უმეტესობა ხველას და თვალების წვას უჩიოდა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

მომხდართან დაკავშირებით აეროპორტმა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მუშაობა შეწყვიტა და ხალხის ევაკუაცია განახორციელდა. ასობით მგზავრს აეროპორტის შენობის გარეთ, ყინვაში დგომა მოუხდა. ერთი საათის შემდეგ, მგზავრები შენობაში შეუშვეს.

აეროპორტმა მუშაობა მალევე განაახლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები