LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარდ როკ კაფე ისტორიას “Old School Party”-ს სერიებით აცოცხლებს

213

Hard Rock კაფე თბილისი ისტორიას აცოცხლებს და მელომანებს “Old School Party” – ს სერიებს სთავაზობს. “Old School Party”-ს სერიებიდან, პირველი, “Old School Party”-70’s, 23 ივნისს არის დაგეგმილი. 70-იანების ხარისხიანი მუსიკა ამ საღამოს მთავარი ატრიბუტია, თუმცა ჰარდ როკ კაფე 70- იანების ნამდვილ გარემოსაც გვპირდება. „ჰარდ როკში“ სტუმრების მიღება  20:00 სთ-იდან დაიწყება.

ბენდი Soundrift-ი და სხვა უამრავი მოწვეული მუსიკოსი, „ჰარდ როკის“ მთავარ სცენაზე გააცოცხლებს ჯიმი ჰენრიქსის, „ბლექ საბატის“, „ბითლზის“, „ფინქ ფლოიდის“, „დიფ ფარფლის“, „ლედ ზეპელინის“, დევიდ ბოუის, ჯენის ჯოპლინისა და სხვა ლეგენდად ქცეული მუსიკოსების ჰიტებს.

კიდევ ერთი დეტალი, რაც საღამოს მელომანთათვის,  გამორჩეულად  მნიშვნელოვანს ხდის, არის ის რომ, „ჰარდ როკის“ სტუმრებს, 70-იანი წლების მუსიკოსების საოცარი პირადი ნივთების ნახვა  შეეძლებათ. დარბაზში გამოფენილი იქნება: ჯენის ჯოპლინის კაბა და ხელნაწერი სასიყვარულო წერილები, ლედ ზეპელინის დრამი, „ფინკ ფლოიდის“ „Wall“_ის ფრაგმენტი, „როლინგ სთოუნსის“ გიტარისტის კიტ რიჩარდსის მოსაცმელი, როლინგ სთოუნსის სასცენო ფეხსაცმელი, ჯონ ლენონის ხელით დახატული მისი და იოკოს ქორწინების სცენა, „ბლექ საბატისა“ და „აეროსმიტის“ გიტარა.

რა თქმა უნდა, ყველა აღნიშნული ნივთი, ორიგინალი და უნიკალურია.

ღამის 12:00 საათიდან, ჰარდ როკ კაფე 70-იანების მუსიკიდან ახლანდელ დროში საკმაოდ სასიამოვნოდ დააბრუნებს და საღამოს ტერასაზე, დიჯეის სეტით გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ჰარდ როკ კაფე თბილისი ‘’Old School Party”-ს სერიების სახით, უამრავ საინტერესო საღამოს გეგმავს. ასე რომ,  ივნისში დაწყებული გართობა ზაფხულთან ერთად კიდევ უფრო გახურდება.  შემდეგი სენსაციური ივენთი, რომელიც უშუალოდ ზაფხულისა და გართობის თემატიკით არის შთაგონებული, ჰარდ როკში, 30 ივნისსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები