LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი გარის დაეწია: კეინის დარტყმა გოლია და სხვა რეკორდები

61

ჰარი კეინზე უკეთესი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ სამ ფეხბურთელს ქონია.
კეინმა 6 გოლი გაიტანა სამ სადებიუტო მატჩში (ბელგიასთან თამაში გამოტოვა). მასზე უკეთესი სტარტი ქონდათ უნგრელ სანდორ კოჩიშს (9), გერმანელ გერდ მიულერსა და არგენტინელ გილერმო სტაბილეს (7).

კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე 3 პენალტი გაიტანა ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ (1994 წ).

ჰარის შედეგიანმა სერიამ ინგლისის ნაკრებში 6 მატჩს მიაღწია. ასეთი რამ ბოლოს ტომი ლოუტონმა მოახერხა, შორეულ 1939 წელს.

კეინმა 6 გოლი გაიტანა კარის ჩარჩოში… 6 დარტყმით.

ჰარი კეინმა უკვე გაიტანა 6 გოლი ამ მუნდიალზე და გარი ლინეკერის შედეგი გაიმეორა, რომელიც 6 გოლით მუნდიალის ბომბარდირი 1986 წელს გახდა.

 

ინგლისმა პირველად მოიგო პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონატზე. წინა სამი მცდელობა წარუმატებელი იყო – 1990, 1998, 2006 წწ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები