LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰარი პოტერის” ავტორმა საქართველო შეაქო

145

“მომეწონა საქართველოს დამოკიდებულება. 12 ქულა უკრაინას, არც ერთი რუსეთს და თანაც, ამის გამოსაცხადებლად მათ ვამპირი გამოგზავნეს”, – ასე გამოეხმაურა “ჰარი პოტერის” ავტორი ჯოან როულინგი “ევროვიზიაზე” საქართველოს მიერ უკრაინისადმი მიცემულ 12 ქულას. ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა აღნიშნული განცხადება, “ტვიტერზე” მას მერე დაწერა, რაც ნინა სუბლატმა თბილისიდან ჩართვისას, ქართული ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველომ უკრაინას 12 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, ”ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ. ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები