LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარი პოტერის” სახლი გასაყიდად გამოიტანეს

129

„ჰარი პოტერის” სახლი გასაყიდად გამოიტანეს. სახლი, რომელშიც ლორდმა ვოლდემორმა ყველაზე ცნობილი ჯადოქრის მშობლები დახოცა, სულ რაღაც 1,3 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მე-14 საუკუნის კოტეჯი, სადაც „პოტერიანას“ ერთ-ერთი ცნობილი სცენაა გადაღებული საფოლკის საგრაფოში მდებარეობს და ის ადრე დე ვერების ოჯახს, ინგლისის გავლენიან გვარს ეკუთვნოდა. ამჟამინდელმა მფლობელმა კი ის მილიონ ფუნტად შეიძინა და გარკვეული რესტავრაციის შემდეგ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ჰარის სახლის სანახავად ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი ჩადის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები