LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარპერ ბექჰემმა დაბადების დღე ნამდვილ პრინცესასთან ერთად აღნიშნა

184

ბექჰემების უმცროსი შვილი – ჰარპერი 6 წლის გახდა. ცნობილმა მშობლებმა გოგონას დაუვიწყარი დაბადების დღე მოუწყეს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა.

თავდაპირველად, დევიდმა და ვიქტორიამ წვეულება გამართეს, რომელსაც ახლობელი ნათესავები დაესწრნენ. იუბილარმა მათთან ერთად საკმაოდ მოილხინა. მომდევნო დღე კი გოგონამ ნამდვილ პრინცესასთან ერთად გაატარა. ჰარპერმა დაპატიჟა თავისი რამდენიმე მეგობარი და დღე მათთან ერთად ბუკინგემის სასახლეში, პრინცესა ევგენია იორკელის გარემოცვაში გაატარა.

როგორც ცნობილი დიზაინერის შვილს შეეფერება, ჰარპერმა ამ დღეს რამდენიმე იმიჯი გამოიცვალა. სასახლეში მისვლის დროს კი „ქლოეს“ სადა თეთრი კაბა ეცვა.

მოგვიანებით, დევიდმა „ინსტაგრამზე“ პრინცესას ფორმაში გამოწყობილი ჰარპერის ფოტო გააზიარა:

დაბადების დღეს გილოცავ, ჩვენო პატარა განსაკუთრებულო ქალბატონო. ექვსი წლის განმავლობაში შენ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანე. გვიყვარხარ, არაჩვეულებრივო ქალბატონო“, – დაწერა დევიდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები