LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”Harpers bazaar” 2016 წლის გაზაფხულის მაკიაჟის ტრენდებს აქვეყნებს

315

ალბათ ცოტა ქალბატონი თუ მოიძებნება, ვინც უარს ამბობს მაკიაჟზე. სწორ და ტრენდულ მაკიაჟს ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლია. ჟურნალი ”Harpers bazaar” 2016 წლის გაზაფხულის მაკიაჟის ტრენდებს აქვეყნებს.

”არა მაკიაჟი” წარსულში დარჩა. ეს სეზონი განკუთვნილია წითელი ტუჩსაცხისთვის, ელექტრო ლურჯი თვალებისთვის, ნათელი მბზინავი სახისათვის და ხელოვნური წამწამებისთვის.

კლასიკური წითელი ტუჩსაცხი, რომელსაც ისეთი ბრენდები ანიჭებენ უპირატესობას როგორებიცაა “Dolce & Gabbana”  და “Nina Ricci”.

1. jpg

ელექტრო ლურჯი თვალები მაშინ, როდესაც გსურთ ცოტაოდენი ქაოსი შემოიტანოთ და ყურადღება მიიპყროთ. მას ისეთი ბრენდები ანიჭებენ უპირატესობას,  როგორებიცაა “Chanel”,  “Marc Jacobs”, “Boss”, და “Missoni”.

 

2. jpg

მბზინავი სახე, რომელიც ყოველთვის სადა და ნატურალურია. ცნობილმა მაკიაჟის ოსტატმა ტომ პეშომ ბალმეინის ბექსთეიჯში თქვა: ”აქ ყოველთვის ზაფხულია”.

 

3. jpg

ხელოვნური წამწამები, რომელიც ნებისმიერ მაკიაჟს დასრულებულ ეფექტს აძლევს და მისი დახმარებით თვალები ბევრად მეტყველი ხდება. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ”Louis Vuitton”, “Giorgio Armani” და “Marni” ხშირად იყენებენ თავიანთ ჩვენებებში ხელოვნურ წამწამებს.

 

4. jpg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები