LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰავაის შტატმა ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა

44

ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ დერიკ უოტსონმა დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა, ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, ქვეყანაში შესვლა ექვსი მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებოდათ. მოსამართლემ  დააკმაყოფილა ჰავაის შტატის მოთხოვნა, შეეჩერებინა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება.

დონალდ ტრამპმა კი მოსამართლე უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საკუთარ განკარგულებას უზენაეს სასამართლოში დაიცავს.

მარტის დასაწყისში ჰავაი პირველი შტატი გახდა, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები