LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HD გარჩევადობის კონტენტის მომხმარებელთა რაოდენობა გასამმაგდა

103

2015 წელს გლობალური სატელიტური ოპერატორის SES-ის დაფარვა მსოფლიო მასშტაბით 317 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა. ეს რიცხვი ხუთი მილიონით აჭარბებს 2014 წლის მონაცემს, ხოლო 2011 წლიდან მოყოლებული 23%-იან საერთო ზრდაზე მიუთითებს. ამის შესახებ ნათქვამია SES-ის ბაზრის კვლევის ყოველწლიურ ანგარიშში.

SES-ის Satellite Monitor-ის კვლევის შედეგების მიხედვით, თანამგზავრული მაუწყებლობა სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებად რჩება და ტელევიზიის მომხმარებელთა 35%-ს პირდაპირი გზით მიეწოდება. გარდა ამისა, SES-ი არაპირდაპირი წვდომის საშუალებით, რეგიონში საკაბელო ტელევიზიების მფლობელთა 94%-ის და IP ტელევიზიის მფლობელთა 91%-ის სიგნალით უზრუნველყოფს.

”მთლიანობაში 40 ათასი არხი გადაიცემა ჩვენი სატელიტების მეშვეობით, საიდანაც 8 ათას 800 არის HD. არხების რაოდენობით ყველაზე დიდი რეგიონი არის ევროპა, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკას მაღალი გარჩევადობის არხები ორჯერ აღემატება ევროპის არხებს,” – აღინიშნულია ანგარიშში.

შედეგების თანახმად, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე გასამმაგდა. ამჟამად SES-ი HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების 78%-ს ემსახურება (127 მილიონი). სატელიტი ევროპაში HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების უდიდესი ნაწილისთვის სატელევიზიო სიგნალის მიღების ძირითადი საშუალებაა და უზრუნველყოფს მათი ჯამური რაოდენობის თითქმის 40%-სთვის მომსახურების გაწევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები