LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ ნომერ პირველი ბრენდი გახდა

164

თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოვების „ოქროს ბრენდის“ გამარჯვებული, ნომერ პირველი ბრენდი გახდა.

შეგახსენებთ, ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოში უკვე მე 14-ედ ჩატარდა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ევროპის ფონდისა და მეწარმე ქალთა საბჭოს მხარდაჭერით.

რა მომსახურებას სთავაზობს „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ მომხმარებელს?

კლინიკა  „ჰეალაინ ინტერნეიშნლი” ახალი სიტყვა თმის ტრანსპლანტოლოგიაში. როგორც კლინიკაში აცხადებენ, „ჰეალაინ ინტერნეიშნლი” ერთადერთი კლინიკაა ამიერკავკასიაში და საქართველოში, რომელმაც წარმატებულად დაიწყო და ახორციელებს გრძელი თმის გადანერგვას, ყველაზე პროგრესული და თანამედროვე მეთოდით, ყოველგვარი განაკვეთის და ნაწიბურის გარეშე. პაციენტი ოპერაციის დასრულებისთანავე ხედავს საბოლოო შედეგს.

„დღეისათვის მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეუძლიათ მისი განხორციელება. ის მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, ქირურგისა და მთელი კოლექტივის დიდ გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს, რითიც „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ ნამდვილად გამოირჩევა.

გრძელი თმის გადანერგვა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას.

ჩვენს კლინიკაში დაარსების დღიდან გამოიყენება თმის გადანერგვის ზონრის და უნაკერო მეთოდი. პროფეიონალ-დერმატოლოგ-ტრიქოლოგები მკურნალობენ თმის ცვენას, თანამედროვე  მეთოდებით: მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, ლაზეროთერაპია”, –  აღნიშნავენ „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები