LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰეინეკენის” სტანდარტებით ახალი ქართული ლუდის წარმოება დაიწყო

1280

საქართველოში ახალი ქართული ლუდის წარმოება დაიწყო. ”აისი” ასე ჰქვია პროდუქციას, რომელსაც კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ უშვებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი ქართული ლუდი „აისი“ ინოვაციური ტექნოლოგიით – ყინულის ფილტრაციით მზადდება, რომელიც პროდუქტს კიდევ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს საუკეთესო გემოვნურ თვისებებს.

მათივე ცნობით, „აისი“ არის თანამედროვე, მაღალხარისხიანი ლაგერის ტიპის ლუდი, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით იხარშება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აისი“ დასალევად მსუბუქი და რბილია.

ცნობისთვის, ახალი ქართული ლუდი „აისი“-ს მწარმოებელი კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ მსოფლიოში წამყვანი ლუდის ბრენდის, „ჰეინეკენი®“-ს (Heineken®) ლიცენზირებული პარტნიორია რეგიონში. ამასთან, ის ლუდის წარმოებისას იყენებს „Heineken®“-ის ხარისხის მართვის სტანდარტებს და ნიმუშების სავალდებულო ტესტირებებს.

„ჩვენი ჯგუფი 10 წელზე მეტია ლუდი „Heineken®“-ის ოფიციალური იმპორტიორი და დისტრიბუტორია საქართველოში. გასული წლების განმავლობაში, დავაგროვეთ დიდი გამოცდილება ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისას, 2015 წელს კი „Heineken®“-ის ლიცენზირებული პარტნიორი გავხდით მთელს რეგიონში. „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიზანია, ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა, შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა, “ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები