LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Helenic Petroleum ქართული ბაზრით ინტერესდება

47

ბალკანეთში უმსხვილესი ნავთობკონცერნი Helenic Petroleum  ქართული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან, მათ ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უმასპინძლა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუმსიშვილმა ბერძნულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც ენერგეტიკის სექტორშია დაგეგმილი. ასევე აღინიშნა ბერძნული კონცერნის დიდი ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, თანამშრომლობა საქართველოს მხარესთან სამომავლოდაც გაგრძელდება.

ცნობისთვის, Helenic Petroleum საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები