LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელოუინის წვეულება თეთრ სახლში

142

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჰელოუინის წვეულებას უმასპინძლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომლების შვილები მიიღო.

დონალდ ტრამპმა პატარებს თეთრი სახლის ემბლემით ტკბილეული დაურიგა და უთხრა, რომ ისინი მეგობრებისთვისაც წაეღოთ.

ორშაბათს თეთრ სახლში ტრადიციული ჰელოუინის წვეულება გაიმართება, სადაც სამხედრო პირებისა და სხადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლების შვილებს დაპატიჟებენ.

შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის პრესცენტრის განცხადებაში წერია, რომ ჰელოუინზე თეთრი სახლის კარი ყველა ასაკის მოჩვენებისა და გობლინისთვის გაიღება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები