LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰერმანი: ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების დამყარებისთვის

50

ევროკავშირი მიესალმება ახალ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც უკეთესი კავშირების უზრუნველყოფასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ბიზნესს და ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას – აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისა და ცენტრალური აზიის სტრატეგიის საფუძველიც სწორედ ეს არის, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სატრანსპორტო კავშირების დამყარებაში, რადგან ის ევროკავშირს, თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

„ევროკავშირი ყოველთვის უწყობდა ხელს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას და სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებთან ლოგისტიკურ კოორდინირებას. თურქეთსა და ბულგარეთს, ასევე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების შემდგომ გაუმჯობესებასთან ერთად, ეს პროექტი უზრუნველყოფს ევროპასა და აზიას შორის სწრაფ და სანდო სახმელეთო კავშირს, უძველესი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. ბაქო– თბილისი–ყარსის რკინიგზა ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც იმავე გზის გასწვრივ ენერგოკავშირების შექმნას უზრუნველყოფს”, – აცხადებს იანოშ ჰერმანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები