LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი კლინტონმა კიმ კარდაშიანს „სელფის დედოფალი“ უწოდა

72

აგვისტოში კიმ კარდაშიანმა  Instagram-ის საკუთარ გვერდზე  ჰილარი კლინტონთან გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და ფოტოს LoveHer დააწერა. თავის მხრივ ჰილარი კლინტონმა ელენ დეჯენერსთან სტუმრობისას „სელფის დედოფალთან“ გადაღებული ფოტო შეაფასა და აღნიშნა, რომ კარდაშიანი აიძულებს ადამიანებს გამოიყურებოდნენ უკეთ: „ის მოვიდა და სელფის გადაღება მთხოვა. მე ბუნებრივია დავთანხმდი. ის მართლაც მშვენიერია და იცის, როგორ გადაიღოს კარგი ფოტო, ეძებს შესაბამის განათებას, ადგილს… მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი სელფის დედოფალია“ – იხსენებს ჰილარი კლინტონი.

შეგახსენებს, რომ თავის მხრივ კანიე უესტმა განაცხადა, რომ 2020 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები