LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი სუონკი ბიზნესმენ ფილიპ შნაიდერს გაჰყვა ცოლად

352

ჰილარი სუონკისა და ფილიპ შნაიდერის საქორწინო ცერემონია კალიფორნიის ნაციონალურ პარკში რედვუდში შედგა, სადაც წყვილმა ჯერ 800-წლოვანი ხეების ქვეშ შეჰფიცა ერთმანეთს ერთგულება, მერე კი, სტუმრებთან ერთად ამბარში გადაინაცვლა და სადღესასწაულო წვეულება გამართა. „მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ მამაკცს გავყევი ცოლად, ღირსშსანიშნავი ამბავი კი, ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ავღნიშნე“, – განაცხადა ბედნიერმა სუონკმა.

საქორწინო კაბა „ოსკაროსანი“ მსახიობისთვის ელი სააბის დიზაინით შექმნა. ცნობილი ლიბანელი კუტურიეს მორიგი შედევრი 8 ასისტენტმა 150 საათში, 25 მეტრი ფრანგული მაქმანის, 8 მეტრი აბრეშუმის შიფონის და 6 მეტრი აბრეშუმის ორგანზას გამოიყენებით შეკერა ხელით. „დიდი ხანია ვეთაყვანები Eliie Saab-ს და აღფრთოვანებული ვარ, რომ სწორედ ამ ბრენდის დიზაინერებმა შეკერეს ჩემი კაბა“, – აღნიშნა მსახიობმა ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები