LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰიტლერს არ გაუშვია ამდენი გაზი თავის კამერებში, რაც ახლა დედაქალაქშია გაშვებული…“

102

დღეს მთელ ქალაქში გაზის სუნია. მიზეზი ცნობილია – „ყაზტრანსგაზმა“ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სად ჟონავს გაზი და მას ოდორანტი დაამატეს, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს. მოსახლეობა შეწუხებულია, თუმცა იუმორის ნაკლებობას, როგორც ყოველთვის, არ განიცდის და სოციალურ ქსელში ზემოხსენებულ მოვლენას ასეთი კომენტარებით ეხმაურება:

„მგონი, ჰიტლერს არ გაუშვია ამდენი გაზი თავის კამერებში, რამდენიც ახლა დედაქალაქშია გაშვებული. მგონი, გვგუდავენ!“ – ლაშა გაბუნია

„საარჩევნოდ ხომ არ გვიპირებენ გაწყვეტას?“ – ქეთი გზირიშვილი

თუმცა, რასაკვირველია, არის სერიოზული შეფასებებიც:

„გაზის სუნი დადგა ყველგან, ჩემს კორპუსშიც, სხვა ჩემი ფრენდებიც სხვადასხვა უბნიდან იგივეს წერენ. რა გამოდის? ჩვეულებრივ რეჟიმში, როცა აირს უსუნოდ გვაწვდიან, ვერც აღვიქვამთ, რომ თურმე ბომბზე ვზივართ მთელი ქალაქი. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, ისედაც მკვლელ ეკოლოგიას და შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობას რა ემართება, თურმე ყველა მილიდან საწამლავი ჟონავს, და კიდევ უფრო რაღა სალაპარაკოა ის, რომ ზედმეტს გვახდევინებენ ჰაერში გაშვებული ზარალის ამოსაღებად“. – ნათია ფანჯიკიძე

„ვიღაც მოუკიდებს სიგარეტს და აფეთქდება „გაზიანი“ ქალაქის გამო. იტყვიან მერე, ტერორისტული აქტი მოხდაო“ – ნინი დედალამაზიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები