LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმანი მეუღლესთან ერთად უქმეებზე სიდნეიში გაემგზავრა

368

ჰიუ ჯეკმანი მეუღლესთან, დებორა-ლი ფერნესთან ერთად სიდნეიში პაპარაცებოს ობიექტივში მოხვდა. ცნობილმა წყვილმა უქმეების გატარება ავსტრალიაში გადაწყვიტა, თუმცა მათი მცდელობა, ამ ყველაფერს უხმაუროდ ჩაევლო, წარუმატებლად დასრულდა.

ფოტოგრაფებმა წყვილის გადაღება სიდნეის აეროპორტიდან დაიწყეს, მოგვიანებით კი მათ ისინი Bondi Beach-ის სანაპიროზე დააფიქსირეს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, 48 წლის ჯეკმანი არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა. შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე ჯეკმანი პერიოდულად სახეზე სიმსივნურ წარმონაქმნებს ებრძვის. ის ხშირად მოუწოდებს თაყვანისმცემლებს, მზეზე დამცავი საშუალებები იხმარონ.

ცნობილია, რომ უქმეების გასვლის შემდეგ ჯეკმანი ლოს-ანჯელესში დაბრუნდება, ხოლო დებორა და მათი ორი შვილი სიდნეიში დარჩებიან. ჯეკმანი კი მისი ახალი ფილმის გადაღებებს დაუბრუნდება. პროექტის შესახებ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ პარტნიორობას ფილმში მას მიშელ უილიამსი და ზაკ ეფრონი უწევენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჰიუ ჯეკმანმა და დებორა-ლი ფერნესმა ქორწინების 21 წლის იუბილე აღნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები