LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 10 ქულა მოაგროვა

38

ზაზა ფაჩულიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა „გოლდენ სტეიტმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი „ჰიუსტონი“ სტუმრად 125:108 დაამარცხა და ამაში ფაჩულიას დამსახურება სოლიდურია.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 20 წუთში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 5-დან 3 ორქულიანი, ხოლო 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას უწია. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 10 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.
მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 37:22 მოიგეს და 99:79 დაწინურდნენ. გამარჯვებულებს ისევ კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა და 7 პასი მიითვალა. 24 ქულა და 7 პასი სტეფ კარის ანგარიშზე იყო. „ჰიუსტონში“ 22 ქულითა დ 12 მოხსნით კლინტ კაპელა გამოირჩა. ჯეიმზ ჰარდენის ანგარიშზე კი 17 ქულა და 11 პასი დაგროვდა.

„გოლდენ სტეიტს“ 37 მოგება და 6 მარცხი აქვს, რითაც ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 22 იანვარს, ორლანდოში „მეჯიქთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები