LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M-მა ქეით მიდლტონის საქორწილო კაბა გაყიდვაში გამოუშვა

264

პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინებიდან უკვე შვიდი წელია გასული. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა 2011 წლის 29 აპრილს იქორწინეს და ცერემონიას მსოფლიოს თითქმის ყველა არხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. ქორწილში ქეითმა არჩევანი ლეგენდარული ალექსანდრე მაკქუინის კაბაზე გააკეთა, რომელშიც ის ნამდვილ პრინცესას ჰგავდა. ამჯერად კი ცნობილი ბრენდი H&M აანონსებს, რომ ქეით მიდლტონის კაბის ორეულს უშვებს გაყიდვაში.

ცნობილია, რომ ქეით მიდლტონის კაბის ღირებულება 15 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო, H&M -ის კაბა კი მხოლოდ 299 დოლარი ეღირება. ერთადერთი განსხვავება უზარმაზარი შლეიფია, რომელიც ბრენდის მიერ გამოშვებულ კაბას არ მოჰყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები