LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰოლანდია, ჩემპიონი ხარ!”- ევროპა ნიდერლანდებში ჩატარებული არჩევნებით გახარებულია

625

ევროპის ლიდერები მოხარულები არიან ჰოლანდიაში გამართული არჩევნების შედეგებით, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „სახალხო პარტიამ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“( VVD) მოიპოვა, პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს ხელმძღვანელობით.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუტეს „ექსტრემიზმზე გამარჯვება“ მიულოცა.

„ჰოლანდია! ჰოლანდია! ჩემპიონები ხართ! გილოცავთ არჩევნების შესანიშნავ შედეგს!“ – დაწერა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის აპარატის უფროსმა პეტერ ალტმაიერმა.

ხმის დათვლის შედეგების მიხედვით  ჰოლანდიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს პარტია პარლამენტში 150 ადგილიდან 33 მანდატს მიიღებს.
მეორე ადგილზე უკიდურესად მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ გადის, რომლის ლიდერი გერტ ვილდერსია. წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში გერტ ვილდერსის პარტია 20 მანდატს მიიღებს. მესამე ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდებისა“ და „დემოკრატები-66“ პარტიები გავიდნენ. აღნიშნული პარტიები ჰოლანდიის საკანონმდებლო ორგანოში 19-19 ადგილს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები