LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდია საქართველოში მოიხარშება

523

საქართველოში მსოფლიოს ლუდის ბაზრის კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის წარმოება იწყება. ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ უახლოეს დღეები, მიმდინარე თვის ბოლომდე, თბილისში Hollandia მოიხარშება. ლუდის წარმოება სს ”არგოს” ქარხანაში განხორციელდება.

”ეს არის ლუდის აღიარებული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხით. იწარმოება ნიდერლანდებში უძველესი გერმანული ტრადიციებით”, – განუცხადა ”ფორტუნას” თემურ ჭყონიამ. მისივე ინფორმაციით, Hollandia ქართულ სარეალიზაციო ქსელში მიმდინარე წლის ზაფხულამდე ჩაეშვება. ლუდი რამდენიმე შეფუთვით გამოვა, რაც შეეხება ღირებულებას, როგორც თემურ ჭყონია აღნიშნავს, საქართველოში ამ ლუდის ფასი შესაბამისი იქნება მის უცხოურ ღირებულებასთან.

ამასთან, სს ”არგო” ლუდის კიდევ 2 ლიცენზირებული ბრენდის შემოყვანაზე მუშაობს გერმანიიდან და ჩეხეთიდან. ამ ბრენდების შესახებ კი დეტალურად 20 აპრილს, შესაბამის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, სს ”არგომ” მიმდინარე წლის მარტში კომპანია ”კასტელ-საქართველო” შეიძინა. ახალი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, 35% ეკუთვნის ვასილ სულხანიშვილს თემურ ჭყონია კი სააქციო საზოგადოებაში 15% ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები