LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომელიც დონალდ ტრამპს ღია მხარდაჭერას უცხადებს (ფოტო)

590

ჰოლივუდის ვარსკვლავების უმრავლესობა ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გულშემატკივრებს შორის ამერიკული შოუბიზნესის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები არიან. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, ვინ არის ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერები.

ბრიუს უილისი

90-იანი წლების მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავი ცნობილია თავისი ლიბერალური ღირებულებებით, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ღიად გამოხატავს მხარდაჭერას რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კადიდატების მიმართ.

ჩაკ ნორისი

მსახიობი აქტიურად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ბარაკ ობამას მიმართ. 2012 წელს მან მეუღლესთან ერთად ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ ამერიკისთვის ბარაკ ობამას მმართველობა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

კეიტლინ ჯენერი

ტრანსგენდერი და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი კეიტლინ ჯენერი თავად აღირებს, რომ კარდაშიანების ოჯახი ორ პოლიტიკურ ძალადაა გაყოფილი. მშობლები რესპუბლიკელები არიან, შვილები კი დემოკრატები.

კრისტიან ბეილი

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი კრისტიან ბეილი ღიად არასოდეს საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, თუმცა არც მალავს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია.

რობერტ დაუნი უმცროსი

მსახიობის პოლიტიკურ კურსს ციხეში გატარებულ წლებს უკავშირებენ. რობერ დაუნი უმცროსი ღიად ამბობს, რომ ის ემიჯნება ლიბერალებს.

ადამ სანდლერი

კომიკოსი მსახიობი ღიად უჭერს მხარს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს. მაგალითად 1997 წელს ნიუ-ორკის მერის არჩევნებზე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, რუდოლფ ჯულიანის მხარდასაჭერად სანდლერმა თანხაც კი გადარიცხა.

ოუენ უილსონი და ვინს ვონი

მსახიობები უახლოესი მეგობრები არიან და პოლიტიკურ შეხედულებებსაც იზიარებენ. 2004 წელს ისინი რესპუბლიკელების კონგრესზეც იმყოფებოდნენ.

ქერი ანდრევუდი

American Idol-ის მეოთხე სეზონის გამარჯვებული, ცნობილი მომღერალი და მსახიობი, ასევე, რესპუბლიკური პარტიის გულშემატკივარია. სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით ანდრევუდი სკანდალური პოლიტიკური გამოსვლებით არ გამოირჩევა.

ლინდსი ლოჰანი

2008 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლინდსი ლოჰანი ბარაკ ობამას აქტიური მხარდამჭერი იყო. უკვე 2012 წელს კი რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური შეხედულებები.

მელ გიბსონი

მსახიობი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე აბორტისა და ერთსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ მისი რელიგიური შეხედულებები უფრო ახლოსაა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების იდეებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები