ჰოლივუდში, ქალაქის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დიდების ხეივანში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვარსკვლავის აღების შესახებ. ინფორმაციას INDIPENDENT-ი ავრცელებს.
ვარსკვლავი დონალდ ტრამპს ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2007 წელს, სატელევიზიო შოუ „მოსწავლეში“ მონაწილეობისთვის გაუხსნეს. ბოლო რამდენიმე წელია, ის არაერთხელ დააზიანეს. 2016 წელს გავრცელდა ვიდეო, როგორ ამტვრევდა კაცი ჩაქუჩით ტრამპის ვარსკვლავს. მოგვიანებით ის რამდენჯერმე გადაღებეს კიდეც, 2018 წლის ივლისში კი, თითქმის სრულად გაანადგურეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ვარსკვლავის ნაცვლად დაზიანებული ფილა დახვდათ. დამნაშავე მოგვიანებით ბევერლი ჰილზის პოლიციას თავად ჩაბარდა.