LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Homeland-ის პრემიერამდე „ქუინი“ საცოლესთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

219

„აგვისტოს 5 დღისა“ და სერიალ Homeland-ის ვარსკვლავი რუპერ ფრენდი ამჯერად ნიუ-იორკში გადაიღეს. პოპულარული მსახიობი საცოლესთან, ეიმი მალინზთან ერთად სეირნობდა. წყვილი მაღაზიიდან საყიდლებით ხელში შენიშნეს, მოგვიანებთ კი მათ ადგილობრივ რესტორანში ისადილეს. რაც შეეხება ეიმი მალიზნს, ის ცნობილი მოდელი და პარაოლიმპიადის გამარჯვებულია. ეიმის ჯერ კიდევ წლის ასაკში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც მას ორივე ფეხის კიდური მოკვეთეს. დღეს მალინზი ჟურნალ People-ის ვერსიით მსოფლიოს ულამაზეს ადამიანთა 50-ეულში შედის.

რაც ეხება რუპერ ფრენდის დაბრუნებას Homeland-ის ახალ სეზონში, ეს კითხვა ყველაზე მეტად აწუხებთ პოპულარული შოუს თაყვანისმცემლებს. ჯერჯერობით მისი მონაწილეობის შესაებ არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები